ჩვენ შესახებ

DMG Group  მრავალპროფილური საინვესტიციო ჯგუფია, რომლის ზრდის ტრაექტორია დაარსების დღიდან დივერსიფიცირებული ეკოსისტემის შექმნამ განსაზღვრა. სტრატეგიული პარტნიორობებისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულების გაერთიანებით, კომპანია აყალიბებს ერთიან სტრუქტურას, რომელიც პრიორიტეტული სექტორების გაძლიერებას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და გრძელვადიანი, მდგრადი ღირებულების ფორმირებას ემსახურება.

$ 500M

შემოსავალი 2025 წელს

$ 130M

AUM (მართვაში არსებული აქტივები)

ინდუსტრიები

უძრავი ქონება, მშენებლობა, ნავთობით ვაჭრობა, ნავთობგადამუშავება, აგრიკულტურა, ავტომოტივი, ელექტრომობილობა, ენერგეტიკა, სპორტის მენეჯმენტი

კონტინენტები

ევროპა, აზია, ჩრდილოეთ ამერიკა

DMG GROUP establishes itself as a multi-sector investment and management platform, laying the foundation for a unified ecosystem.

What We Value

Core Principles

ინდუსტრიები

DMG GROUP ყალიბდება მრავალპროფილურ საინვესტიციო და მმართველ პლატფორმად, რაც საფუძველს უყრის ერთიანი სინერგიული ეკოსისტემის შექმნას:

უძრავი ქონების დეველოპმენტი

  • იმობილიარე - კოსტავა 49: ისტორიული მემკვიდრეობის ტრანსფორმაცია პრემიუმ კლასის რეზიდენციულ კომპლექსად, რომელიც ესპანელი არქიტექტორის, რიკარდო ბოფილის ფილოსოფიითა და არქიტექტურული ხედვით შეიქმნა.
  • ვაჟა-ფშაველას გამზირი:  მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც გააერთიანებს თანამედროვე საცხოვრებელ და პრემიუმ კომერციულ სივრცეებს.
  • ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია: დედაქალაქის ცენტრალური ნაწილის ურბანული რეგენერაციის მასშტაბური პროექტი. საწყის ეტაპზეა ინოვაციური კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს ისტორიული არეალის ტრანსფორმაციას.

აგროსექტორი

Agritouch & Sekoya: ნუშის ბაღებისა და მოცვის მეურნეობები საქართველოს რეგიონებში.

ნავთობგადამუშავება და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა:

  • Rustavoil: რუსთავში მდებარე, ამერიკული სტანდარტების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ხუთი სხვადასხვა სახეობის ბიტუმს.
  • Triksy Group: ახორციელებს ევროპული სტანდარტის მსუბუქი ნავთობპროდუქტების იმპორტსა და რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე.
  • Moveo: ფართომასშტაბიანი სწრაფი დამუხტვის ქსელი უზრუნველყოფს მარტივ, ეფექტურ და ხელმისაწვდომ მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით ელექტრომობილის ყველა მფლობელისთვის.

ავტოინდუსტრია

Li Auto-ს ექსკლუზიური პარტნიორი და ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

სპორტი და სოციალური პასუხისმგებლობა:

ისტორიული საფეხბურთო კლუბის, “გურია ლანჩხუთი”, რეაბილიტაცია და მისი დაბრუნება ქართულ და ევროპულ ლიგებში.

რას ვქმნით

DMG Group-ის პორტფოლიო

DMG Group ოპერირებს რამდენიმე სტრატეგიულ ინდუსტრიაში, რომლებიც მისი გრძელვადიანი განვითარების საფუძველს ქმნიან.