IMMOBILIARE

IMMOBILIARE

უძრავი ქონების დეველოპმენტი

ურბანული ინფრასტრუქტურა

კოსტავა 49 იმობილიარეს პირველი დეველოპერული პროექტია, რომელიც ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და მის თანამედროვე ურბანულ სტანდარტებთან ინტეგრირებას ისახავს მიზნად. პროექტის კონცეფცია ესპანელი არქიტექტორის, რიკარდო ბოფილის ხედვას ეფუძნება, რაც შენობის მთავარ არქიტექტურულ იდენტობას განსაზღვრავს.


ნაგებობა თავდაპირველად მიხეილ ნეპრინცევმა, გასული საუკუნის თბილისის ერთ-ერთმა გამორჩეულმა არქიტექტორმა, დააპროექტა. თავდაპირველად შენობა ჩაის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა, მოგვიანებით კი აქ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფუნქციონირებდა. დღეს კოსტავა 49 ურბანული ტრანსფორმაციის სიმბოლო და ქალაქის კულტურული იდენტობის ნაწილია. შენობაში სრულად არის შენარჩუნებული ისტორიული ფასადის თვითმყოფადობა, ინტერიერი კი მაქსიმალურად იმეორებს ხასიათს და უზრუნველყოფს მის ადაპტაციას თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებთან.