13 Oct 2026
ჩინური ავტომობილები საქართველოში

ბოლო წლებში საქართველოს ავტობაზარზე ჩინური ავტომობილების არჩევანი შესამჩნევად გაიზარდა. ქვეყანაში ყოველ წელს სულ უფრო მეტი ახალი ავტობრენდი ჩნდება და, რაც ყველაზე საინტერესოა, მათ შორის სულ უფრო მეტია ისეთი, რომელთა სამოდელო ხაზში ელექტრო და ჰიბრიდული მოდელები ჭარბობს.
ჩინური ავტომობილების იმპორტის დინამიკა მხოლოდ სტატისტიკური კუთხით არ არის საინტერესო. კონკრეტულად რა ტიპის მოდელებია ყველაზე მოთხოვნადი, ბევრს გვეუბნება იმაზე, თუ როგორ იცვლება ქართველი მძღოლების პრიორიტეტები მანქანის შეძენისას. და სამომავლოდ რა შეთავაზებები თუ სერვისების განვითარება უნდა გაითვალისწინოს ადგილობრივმა ბაზარმა.
ჩინეთიდან იმპორტი ზრდას ბაზრის საერთო კლების ფონზეც განაგრძობს
საქსტატის ამჟამინდელი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ–ივლისში ჩინეთიდან საქართველოში 5 168 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა. წინა წლის იმავე პერიოდში იგივე კატეგორიის რაოდენობა 3 402 იყო. არსებული მონაცემებით, ზრდა დაახლოებით 52%-ია. იმპორტის ღირებულებაც გაიზარდა - 28,4 მილიონიდან თითქმის 49 მილიონ აშშ დოლარამდე.
საინტერესოა, რომ ანალოგიურ პერიოდში მსუბუქი ავტომობილების იმპორტის ჯამური ღირებულება 12,8%-ით შემცირდა. დათვლილ კატეგორიაში ჩინეთის წილი დაახლოებით 1,2%-დან 2,4%-მდე გაიზარდა. თუმცა ეს იმპორტის ღირებულების წილია და არა გაყიდული მანქანების რაოდენობის. ჩინური ბრენდების წილი ჯერ მცირეა, საინტერესო ამ მონაცემებში დინამიკაა - მიუხედავად ქართველი მძღოლების საერთო კონსერვატიული განწყობისა, ჩინური ავტომობილების გაყიდვები მაინც იზრდება, თანაც მაშინ, როცა სეგმენტში საერთო კლება ფიქსირდება.
ქართველი იმპორტიორები ამ სტატისტიკას ყურადღებით მოეკიდნენ - იმპორტის ზრდის პარალელურად იზრდება უშუალოდ ჩინელ ავტომწარმოებლებთან პირდაპირი პარტნიორობებიც. ასეთი პარტნიორობის წარმატების ერთ-ერთი ბოლო მაგალითია ლი ავტოს (Li Auto) ქართულ მრავალპროფილურ ბიზნესჯგუფ DMG Group-თან პარტნიორობა, რომელთან ერთადაც ბრენდმა საქართველოში 2025 წელს ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნა. ექსკლუზიური შეთანხმება გულისხმობს, რომ დიემჯი Li Auto-ს ჩინური ავტომობილების ოფიციალური დილერია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მანქანების რეალიზაციის ყველა ეტაპზე უშუალოდ მწარმოებელია ჩართული.
თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტის სტატისტიკა მხოლოდ ქართულ ბაზარზე არ ორიენტირდება. იმპორტირებული მანქანა ხშირად საქართველოდან სხვა ქვეყანაში გადის გასაყიდად. ადგილობრივი მოთხოვნის დასადგენად გაყიდვებისა და რეგისტრაციების მონაცემებია საჭირო. 2026 წლის იანვარ–ივლისში ქვეყნიდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა დაახლოებით 1,16 მილიარდ დოლარს მიაღწია და მთლიანი ექსპორტის 24,9% შეადგინა (თუმცა ეს ყველა ბრენდის საერთო მაჩვენებელია, და არა მხოლოდ ჩინური ავტომობილების). სტატისტიკა გვახსენებს, რომ ქართული ავტობაზარი მხოლოდ შიდა მოხმარებას არ ემსახურება. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ოფიციალური წარმომადგენლობის არსებობა ადგილობრივი ბაზრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საზომია.
კონკრეტულად ადგილობრივ ბაზარს რაც შეეხება, “თეგეტა ჰოლდინგის” მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში ახალი ავტომობილების გაყიდვებში 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროავტომობილების სეგმენტში, 70% - ჩინური ბრენდების, ხოლო ყველაზე მაღალი, დაახლოებით 100% - ჰიბრიდულ ავტომობილებში. მეორად ბაზარზე ეს მონაცემები კიდევ უფრო მაღალია. ყველა ხელთ არსებული მონაცემი ერთს გვეუბნება - ჩინურ ავტომობილებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მოთხოვნა იზრდება.
ელექტრომობილებზე მოთხოვნის სწრაფი ზრდა კი პირდაპირ გვაფრთხილებს დამტენი ინფრასტრუქტურის გაფართოების საჭიროებაზე. დიემჯი ჯგუფმა ეს ორივე ასპექტი გაითვალისწინა, სანამ ავტოსფეროში შეაბიჯებდა და განვითარების სტრატეგიაც შესაბამისად შეიმუშავა.
ჩინური ავტომობილები შესამჩნევ კონკურენციას უწევს ისტორიულ ბრენდებს პრემიუმ სეგმენტში
ჩინური მწარმოებლების გაფართოება ექსკლუზიურად ქართული სურათი არაა. ადგილობრივი ბაზარი მხოლოდ მცირე ნაწილია ტალღის, რომელსაც საერთაშორისო მასშტაბი აქვს. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს 2026 წლის ანგარიშით, 2025 წელს მსოფლიოში ახალი ელექტრომობილების გაყიდვებმა 20 მილიონს გადააჭარბა. გაყიდვების 60% ჩინურ ავტომწარმოებლებზე მოდიოდა (თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სააგენტო სრულად ელექტრულ და დასამუხტ ჰიბრიდულ ავტომობილებს ერთად ითვლიდა). მისივე შეფასებით, შიდა ბაზარზე ძლიერი კონკურენცია ჩინელ მწარმოებლებს საზღვარგარეთ გაფართოებისკენ უბიძგებს.
თუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩინური წარმოება ევროპელი მყიდველისთვის ეკონომიურ ვარიანტად ითვლებოდა, დღეს ჩინური პრემიუმ ელექტრომობილები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტია. მაგალითისთვის, ზემოთ ნახსენები Li Auto ძირითადად სწორედ პრემიუმ მოდელებს აწარმოებს. გლობალური სამოდელო ხაზის უდიდესი ნაწილი სრულად ელექტრული და გაზრდილი სვლის მარაგის მქონე ავტომობილებია, რომელიც საოჯახო და ყოველდღიურ გამოყენებაზეა გათვლილი.
ქართველი მომხმარებლისთვის გლობალური ბაზრის ამგვარ ცვლილებას პრაქტიკული ბენეფიტი აქვს - დღეს ჩინური ავტომობილები თბილისში გაცილებით უფრო მარტივი შესაძენია, ვიდრე თუნდაც ხუთი წლის წინ. ახალი ჩინური პრემიუმ მოდელის ტექნიკური შესაძლებლობები ხშირად ბევრად აღემატება ტრადიციულ ავტომობილებისას, მყიდველმა კი ის შესაძლოა იმავე, ან კიდევ უფრო ხელსაყრელ ფასში შეიძინოს.
თანაც, გლობალური გამოცდილება აჩვენებს, რომ დღეს ბრენდების სახელი და ლოგო იმდენად ძლიერი აღარაა, როგორც ათი წლის წინ. ისტორიასა და სტატუსს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, როცა ბაზარი ტექნიკურ ინოვაციებს ხელმისაწვდომ ფასში გვთავაზობს. Deloitte-ის 2026 წლის გლობალური კვლევის მიხედვით, ბრიტანელი მძღოლების მხოლოდ 39%-ს ჰქონდა შეძენილი იგივე ბრენდის ავტომობილი, რომელსაც მანამდე ფლობდა. აზიელ მომხმარებლებში ბრენდისადმი ლოიალობა კიდევ უფრო დაბალი იყო - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გამოკითხულთა 70% გეგმავდა მომავალში ავტომობილის ბრენდის შეცვლას.
პარალელურად, იზრდება ინტერესი კონკრეტულად ჩინური ბრენდების მიმართ. Boston Consulting Group-ის 2025 წლის კვლევაში გამოკითხული ევროპელი მომხმარებლების 20%-მდე აჩვენებდა ჩინური ავტომობილის შეძენის მზაობას. ლათინოამერიკაში ეს მზაობა კიდევ უფრო მაღალი იყო - ბრაზილიაში გამოკითხულთა 36% გახდებოდა ჩინური ავტომობილის მფლობელი. გაყიდვების მზარდი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩინური ბრენდებისადმი ღიაობა შედარებით კონსერვატულ ბაზრებზეც კი იზრდება.
თუმცა ახალ ბაზარზე წარმატებისთვის მხოლოდ ახალი კატალოგის გადმოტანა არ კმარა. მნიშვნელოვანია, რამდენად მზადაა ბაზარი კონკრეტული ცვლილებების დასანერგად. იგივე ელექტრომობილების სეგმენტის განვითარებისთვის ელექტრომობილების დამტენები საქართველოში აუცილებლად გასაფართოებელი ინფრასტრუქტურაა. DMG Group-მა ამ მხრივ თადარიგი დაიჭირა - მისი შვილობილი კომპანია Moveo სწორედ ამ საკითხზე მუშაობს: 2026 წლის 25 სექტემბრისთვის, მოვეოს დამტენები 11 ლოკაციაზეა განთავსებული. მიზანია, მოთხოვნის ზრდასთან ერთად ქსელიც განვითარდეს და რეგიონებიც მოიცვას.
რატომ აირჩია Li Auto-მ პარტნიორად DMG Group: ადგილობრივ ბაზარზე ნდობის მნიშვნელობა
მეტი შეთავაზება მყიდველს შედარების მეტ საფუძველს აძლევს, მაგრამ ავტომატურად ნდობას ვერ ქმნის. მით უმეტეს, როცა საუბარი პრემიუმ სეგმენტის ავტომობილებსა და ახალ ტექნოლოგიებზეა. ევროპა, ყველაფრის მიუხედავად, კონსერვატიულ ბაზრად რჩება და საქართველო გამონაკლისი არაა. მიუხედავად ბოლო 5 წელიწადში დაფიქსირებული მზარდი ღიაობისა, ევროპელ მომხმარებელს სჭირდება გარანტია, რომ ფასს ხარისხში იხდის. ადრე ეს ხარისხი ცნობადი ლოგო იყო. დღეს ისტორიული ბრენდებისადმი ლოიალობა შემცირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომხმარებელი მზადაა ფული ცარიელ დაპირებაში გადაიხადოს.
სწორედ აქ ჩნდება ადგილობრივ ბაზარზე სანდო ადგილობრივი პარტნიორის ყოლის მნიშვნელობა ყველაზე ცხადად. ახალი ბრენდი რეპუტაციულ მხარდაჭერას იღებს. თუ მისი პარტნიორი უკვე ცნობილია ადგილობრივებისთვის, მისდამი ნდობაც იზრდება.
DMG Group ფლობს გარკვეულ სოციალურ კაპიტალს, რომელიც სხვა სექტორებში კომპანიის წარმატებული საქმიანობის შედეგია. მაგალითად, დიემჯის ჩართულობამ რუსთავიოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საქმიანობაში მნიშვნელოვნად გაზარდა ბიტუმის წარმოება. დღეს Rustavoil საქართველოს ბაზრის 50%-ზე მეტს ამარაგებს, როცა მანამდე ბიტუმი საქართველოში სრულად იმპორტირებული პროდუქტი იყო. ამას გარდა, დიემჯი ჩართულია აგროსექტორში (ფლობს მოცვის პლანტაციებს), ლოგისტიკაში, უძრავი ქონების დეველოპმენტში და ა.შ.
მართალია, ჩინეთიდან იმპორტის წილი ჯერ საერთო სურათის მცირე ნაწილია, მაგრამ უკვე აუცილებლად გასათვალისწინებელი. ჩინური ავტომობილების ბაზარი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია. ჩინური ავტომობილები დღეს მომხმარებელს სთავაზობენ ტექნიკური ინოვაციების, ხარისხისა და ფასის ერთ-ერთ ყველაზე კარგ ბალანსს. ყველაზე კონსერვატიულ მომხმარებლებშიც კი სულ უფრო შესამჩნევია მზაობა, ცნობილი ევროპული თუ ამერიკული ბრენდი ჩინური ავტომობილით ჩაანაცვლონ. მოთხოვნის ამგვარი ტრანსფორმაციისას მთავარი სწორედ ნდობა ხდება - როგორც თავად ბრენდის, ისე ადგილობრივი პარტნიორის მიმართ.