
Stonebridge
Stonebridge 2025 წლიდან ოპერირებს სამშენებლო მასალებისა და ხელსაწყოების იმპორტის მიმართულებით თურქეთისა და ჩინეთის ბაზრებიდან. კომპანია ფლობს საკუთარ სასაწყობე მეურნეობას თბილისის მახლობლად, რაც სამშენებლო და მომარაგების ჯაჭვის სისტემურ, საიმედო და დროულ მართვას უზრუნველყოფს.
DMG GROUP-ის ეკოსისტემაში Stonebridge მნიშვნელოვან ოპერაციულ საყრდენს ქმნის, რომელიც სხვა ბიზნესმიმართულებებს პრაქტიკულ და მატერიალურ მხარდაჭერას უწევს. კომპანია წარმოადგენს ჯგუფის უძრავი ქონების დეველოპმენტის ვერტიკალური ინტეგრაციის საკვანძო რგოლს, რაც საშუალებას გვაძლევს სრულად ვაკონტროლოთ სამშენებლო ხარისხი, ვადები და რესურსების ეფექტური მართვა.