პენტჰაუსი: ყველაფერი რაც იმობილიარეს დაპირებაზე უნდა იცოდე

პენტჰაუსი: ყველაფერი რაც იმობილიარეს დაპირებაზე უნდა იცოდე

დიდი სივრცე, იზოლირებული ტერასა და ზედა სართულიდან გადაშლილი პანორამული ხედი ქალაქზე - ეს ის მახასიათებლებია, რომელიც პრემიუმ დეველოპმენტის პენტჰაუსთან ასოცირდება. მაგრამ პენტჰაუსი უბრალოდ შენობის ყველაზე მაღალ სართულზე მდებარე ბინა არ არის.

ნამდვილი პენტჰაუსი გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ის გულისხმობს სივრცის თავისებურ დაგეგმარებას, შიდა და გარე სივრცეების კავშირს, ბუნებრივი განათების მრავალ წყაროს, სივრცის სწორ ორგანიზებას და, ხშირად, სრულად დეველოპმენტის არქიტექტურასაც კი ითვალისწინებს. რიგითი მაღალსართულიანი შენობის ბოლო სართული ავტომატურად პენტჰაუსი არ არის.

ამიტომ, ვისაც ნამდვილად პენტჰაუსში სურს ცხოვრება, ის აუცილებლად ყურადღებით უნდა გაეცნოს სრულად დეველოპმენტს და ობიექტურად შეაფასოს: რამდენად აკმაყოფილებს შენობა იმ მაღალ სტანდარტებს, რასაც პენტჰაუსი მოითხოვს? DMG Group-ის პირველი დეველოპერული პროექტი კოსტავა 49 მიზნად ისახავს სწორედ ასეთი საცხოვრებელი კომპლექსის შექმნას.

რას ყიდულობთ? უბრალოდ ბინას ბოლო სართულზე რიგით დეველოპმენტში თუ პენტჰაუსს? ამ ბლოგში ვეცდებით მაქსიმალურად დეტალურად ავხსნათ ამ ორს შორის განსხვავება.

რა არის პენტჰაუსი?

სიტყვა penthouse თავდაპირველად სულაც არ იყო ბოლო სართულზე მდიდრული ცხოვრების სინონიმი. თავიდან უბრალოდ დიდ შენობაზე მიშენებულ მცირე კონსტრუქციას აღწერდა. შუა საუკუნეებში პენტჰაუსებს სახლზე მიშენებულ ფარდულებს, ვერანდებს და მცირე დახრილ გადახურვას ეძახდნენ.

XX საუკუნის დასაწყისისთვის, სწრაფი ურბანიზაციისას ქალაქებში აქტიურად დაიწყეს მაღალსართულიანი მრავალბინიანი შენობების მშენებლობა. ამ შენობებს ხშირად თავზე ადგამდნენ პატარა დამხმარე ნაგებობებს, რომელიც ფარდულის ან სხვენის ფუნქციას ასრულებდა. ზოგჯერ კი - განსაკუთრებით იაფი, არაკეთილმოწყობილი საცხოვრებლის, სადაც, როგორც წესი, ყველაზე ღარიბი ფენა ცხოვრობდა.

სიტუაცია ძირეულად შეცვალა ლიფტების ფართოდ გავრცელებამ.

მანამდე ზედა სართულებზე ცხოვრება ფიზიკურ დატვირთვასა და დისკომფორტთან იყო დაკავშირებული. ლიფტების გამოჩენასთან ერთად კი აქცენტი ზედა სართულების უპირატესობაზე გადავიდა. როდესაც კიბეებზე ბევრი სიარული აღარ იყო საჭირო, ხალხმა დაიწყო კარგი ხედის, მეტი ბუნებრივი განათებისა და ქუჩის ხმაურთან დაშორების დაფასება.

ნიუ-იორკის არქიტექტურული ისტორია ამ ცვლილების კარგი მაგალითია. ქალაქის ოფიციალური დაგეგმარების დოკუმენტების მიხედვით, 1916 წლის ზონირების წესებმა შენობების სიმაღლე და ზედა სართულების განლაგება დაარეგულირა.

გარკვეული სიმაღლის შემდეგ შენობის ზედა ნაწილი ქუჩის ხაზიდან თანდათან უკან უნდა დაწეულიყო. ამის გამო მაღალსართულიანი შენობები ხშირად საფეხურებრივ ფორმას იღებდა და ზედა დონეებზე ღია სივრცეები ჩნდებოდა. მოგვიანებით ეს სივრცეები ტერასების მოსაწყობადაც გამოიყენეს.

1920-იანებში პენტჰაუსი, რომელიც მრავალსართულიან შენობაში ყველაზე რთულად მისაღწევი და ღარიბული საცხოვრებელი სივრცე იყო, ყველაზე პრესტიჟულად იქცა. თავად სიტყვამ კი ამელიორაცია განიცადა - საცხოვრებლის გაუმჯობესებასთან ერთად მისი მნიშვნელობაც გაუმჯობესდა. დღეს ბევრმა არც იცის, რომ მდიდრული ცხოვრების სიმბოლო ერთ დროს სიღარიბის სინონიმი იყო.

რა განასხვავებს თანამედროვე პენტჰაუსს ჩვეულებრივი ბინისგან არქიტექტურულად და ტექნიკურად?

თუ XX საუკუნემდე პენტჰაუსი ღარიბული მიშენება იყო, ხოლო XX საუკუნის უმეტესობა - უბრალოდ ბინა ბოლო სართულზე, XXI საუკუნისთვის სიტყვამ კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა. პენტჰაუსი დღეს კონკრეტული სტანდარტების დაკმაყოფილებასთან ასოცირდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ტექნიკურად პენტჰაუსისთვის კონკრეტული არქიტექტურული რეგლამენტი არ არსებობს. ის შეიძლება ერთ ან რამდენიმე დონეზე იყოს მოწყობილი, ჰქონდეს ან არ ჰქონდეს იზოლირებული ტერასა და დიდი ფანჯრები, ეწყობოდეს კონკრეტული გეგმარების მიხედვით და ა.შ.

მაშინ რა განსასხვავებს მას რიგითი მაღალი კლასის საცხოვრებლისგან? პრემიუმ ბინები თბილისში უკვე აღარაა სიახლე. ის ნებისმიერ სართულზე შეიძლება მდებარეობდეს. პენტჰაუსს, დღეს ძირითადად ორი მახასიათებელი გამოარჩევს: ის ყოველთვის შენობის ზედა სართულზე მდებარეობს და უნიკალური (სხვა ბინებისგან განცალკევებით დაპროექტებული) სივრცითი სტრუქტურა აქვს.

ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ პენტჰაუსი სრულად იკავებს შენობის ბოლო სართულს. ეს ყოველთვის ასე არაა (თუმცა ზოგი შენობა ნამდვილად იყენებს ამ მიდგომას). სართული ხშირად იყოფა რამდენიმე პენტჰაუსადაც. საქმე იმაშია, რომ პენტჰაუსებისთვის განკუთვნილ სართულს დანარჩენი შენობისგან განსხვავებული არქიტექტურული გადაწყვეტები აქვს.

ბოლო სართულებს ბუნებრივად განსხვავებული ტექნიკური თავისებურებები აქვს. სახურავთან უშუალო სიახლოვის გამო განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თბოიზოლაციას, ჰიდროიზოლაციას, წყლის გადინების სისტემას და გათბობა-გაგრილებას.

პენტჰაუსის შემთხვევაში ამას ემატება იატაკის სრულად გადაგეგმარების საჭიროება - პენტჰაუსი არ იმეორებს ქვედა სართულების გეგმას (ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა მას და სტანდარტულ ბინებს შორის). მაშინაც კი, თუ სართულზე რამდენიმე პენტჰაუსია განთავსებული, მათი გეგმარების დასაპროექტებლად უბრალოდ რამდენიმე გამყოფი კედლის ამოღება არ კმარა.

თუ პროექტი ითვალისწინებს ტერასას, პენტჰაუსის საცხოვრებელი სივრცის კედელი თავად შენობის გარე კედლისგან დაშორებული იქნება. სრულად იცვლება თავად შენობის სტრუქტურაც: იატაკს სტანდარტულზე ბევრად მაღალი დატვირთვის ატანა უნდა შეეძლოს, რადგან პენტჰაუსში ხშირად დამატებითი მძიმე მდიდრული საგნები (მაგალითად, კერძო საცურაო აუზი) თავსდება.

ზოგჯერ პროექტს ემატება არასტანდარტული ჭერიც - პენტჰაუსის კედლები სტანდარტულ ბინებთან შედარებით უფრო მაღალი და უთანასწოროა, ადგილ-ადგილ თაღოვანი ჩანართებით (ხშირად ამას პრაქტიკული, თბოიზოლაციასთან დაკავშირებული, მიზეზები აქვს). ხოლო თუ კედლების ნაწილს დიდი ფანჯრები ანაცვლებს, გასათვალისწინებელია მინაზე მზის პირდაპირი ზემოქმედებაც. თანამედროვე პენტჰაუსს ქმნის არა იმდენად დიდი სივრცე და ხედი, არამედ არქიტექტურული და საინჟინრო გადაწყვეტები.

პენტჰაუსი თბილისის კონტექსტში: რას გვეუბნება ადგილობრივი ბაზარი

პენტჰაუსი თბილისში ჯერჯერობით ახალი ხილია. ოფიციალური სტატისტიკა მას ცალკე კატეგორიად არ გამოყოფს. საცხოვრებელი ბაზრის საერთო მონაცემების პირდაპირ პენტჰაუსებზე გავრცელება არასწორი იქნებოდა. თუმცა სრულად პრემიუმ საცხოვრებელზე მოთხოვნა იზრდება.

თბილისის ცენტრალურ უბნებში ნამდვილი პენტჰაუსი ხშირად არ გვხვდება. თანამედროვე პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის აშენება გარკვეულ წინაღობებთანაა დაკავშირებული. დეველოპერს უწევს შედარებით მცირე ტერიტორიაზე მუშაობა ისე, რომ ძველი ნაგებობები არ დააზიანოს. თუმცა სწორი არქიტექტურული მიდგომის შემთხვევაში, ისტორიულ უბანში თანამედროვე პენტჰაუსის აშენება წარმატებითაა შესაძლებელი.

სწორედ ამ ფილოსოფიით შემუშავდა იმობილიარეს დეველოპერული პროექტი კოსტავა 49. ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ისტორიული შენობა თანამედროვე მულტიფუნქციურ კომპლექსად ისე უნდა გარდაიქმნას, რომ ისტორიული ფასადი სრულად შენარჩუნდეს, შიდა სივრცეები კი თანამედროვე პრემიუმ სეგმენტის სტანდარტებს სრულად მოერგოს. მათ შორის, ბოლო სართულზე ჭეშმარიტი პენტჰაუსი განთავსდეს.

ისტორიულ შენობასთან მუშაობისას გამოწვევა მხოლოდ ფასადის შენარჩუნება არაა. მნიშვნელოვანია, ერთმანეთს ორგანულად შეერწყას ძველი და ახალი - გამოყენებული მასალები, შენობის მასშტაბი, საერთო სივრცეები და ინტერიერის დიზაინი. განახლებული კოსტავა 49-ს არქიტექტურულ კონცეფციაზე ლეგენდარული ესპანელი არქიტექტორის, რიკარდო ბოფილის კომპანიამ Bofill Taller de Arquitectura იმუშავა. არქიტექტორთა გუნდი, პაბლო ბოფილის თაოსნობით, თვეების განმავლობაში იკვლევდა XX საუკუნის თბილისის არქიტექტურულ მემკვიდრეობას და ქალაქის თანამედროვე განვითარების ტენდენციებს ისტორიული შენობის ხასიათის შესანარჩუნებლად.

ვინ დგას პროექტის უკან? ორი სიტყვა DMG Group-ზე

კოსტავა 49-ზე ახალი დეველოპერული კომპანია Immobiliare მუშაობს. ერთი შეხედვით ახალი კომპანიისთვის ეს ზედმეტად მასშტაბური პროექტია, მაგრამ მის უკან გამოცდილი გუნდი დგას. იმობილიარე წარმატებული მრავალპროფილური ბიზნეს ჯგუფის, DMG Group-ის შვილობილი კომპანიაა.

უძრავი ქონების დეველოპმენტი დიემჯისთვის ახალი ნაბიჯია, მანამდე კი წარმატებით მოღვაწეობდა სხვა სფეროებში. დიემჯი ჯგუფის პროექტები მოიცავს ავტოინდუსტრიას (ჩინურ ელექტროავტომობილების ბრენდ ლი აუტო (Li Auto)-სთან ექსკლუზიური პარტნიორობა), ენერგეტიკას, ნავთობის დამუშავებას (რუსთავიოილის ქარხანა), აგროსფეროსა და სხვა მიმართულებებს.

კოსტავა 49 დღეს თბილისის ისტორიულ ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტია, რომლის მიზანიც პრემიუმ დეველოპმენტის სტანდარტების უფრო მაღალ დონეზე აყვანაა. პენტჰაუსი სწორედ ამ სტანდარტების ნაწილია.

პენტჰაუსს არ განსაზღვრავს შენობის სიმაღლე და შთამბეჭდავი ხედი. ის დღეს გარკვეული ცხოვრების სტილის სინონიმია. მნიშვნელოვანია როგორც სივრცე, განათება და ინტერიერის დიზაინი, ისე მთლიანად შენობის არქიტექტურა და საინჟინრო სისტემების ადაპტაცია. სწორედ ეს დეტალები ქმნის განსხვავებას ჩვეულებრივ ბოლო სართულის ბინასა და კარგად დაგეგმილ პენტჰაუსს შორის.

სიაში დაბრუნება