17 Aug 2026
საინვესტიციო ფონდი DMG Group, რომელიც ქართულ პარადიგმას ცვლის

თანამედროვე ეკონომიკა კაპიტალის მუდმივ მოძრაობაზეა აგებული. დღევანდელ საფინანსო სისტემაში საინვესტიციო ფონდები ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს. ამგვარი ორგანიზაციის მთავარი სპეციალიზაცია ფინანსების სხვადასხვა, პერსპექტიულ დარგებში დააბანდება და მათი წარმოების ხელშეწყობაა. წარმატებული ინვესტიციები კი, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია.
მსგავს სამოქმედო მოდელს იყენებს ქართული საინვესტიციო ფონდი DMG Group: სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე პოულობს საქართველოს ბაზარზე დიდი პოტენციალის პროექტს, აფასებს მის პორტფოლიოსთან თავსებადობას და, შემდეგ, საკუთარი სახსრებით მის განვითარებასა და გაფართოებას იწყებს. საინვესტიციო ჯგუფი DMG მრავალპროფილური გაერთიანებაა. არ კონცენტრირდება ერთ რომელიმე სექტორზე, პირიქით სხვადასხვა ბიზნესმიმართულებას ერთ სტრუქტურაში აქცევს.
ჯგუფის გრძელვადიანი მიზანი ძლიერი სტრატეგიულ პარტნიორების შექმნა-მოზიდვა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორების გაძლიერება და ბაზარზე მდგრადი ზრდის შექმნაა.
საინვესტიციო ფონდების შესახებ: რა არის მათი როლი?
სხვადასხვა საინვესტიციო ფონდის ინტერესის სფერო და აქტივები განსხვავდება, მაგრამ ყველა მათგანის საქმიანობა იცავს ერთ კონკრეტულ პრინციპს. საინვესტიციო კომპანია კაპიტალს აერთიანებს და მას სხვადასხვა აქტივსა თუ დარგში ანაწილებს. ამას პორტფელის დივერსიფიკაცია ეწოდება და ფინანსების დაკარგვის რისკების შემცირებას ემსახურება. თუ რომელიმე ერთ სექტორს გლობალური პრობლემების ფონზე გაუჭირდა, მას სხვა აქტივები იცავს და პირიქით. მოდელი გათვლილია არსებული ფინანსები პროდუქტიულ კაპიტალად გარდაქმნას. ეს ფინანსური რესურსი რეალურ, ღირებულ პროდუქტს ქმნის.
დღეს ყველა საინვესტიციო ფონდი საქართველოში დიდი ინტერესის საგანია. სეგმენტი საკმაოდ ახალი და სწრაფად მზარდია. პოსტ-პანდემიურ ბაზარზე ერთდროულად რამდენიმე ახალი მოთამაშე გამოჩნდა.
ერთიანი ეკოსისტემა და სტრატეგიული ხედვა
DMG Group-მა საქართველოს ბაზარზე პირველი ინვესტიცია 2022 წელს განახორციელა. დღეს კი უკვე ექვს სექტორში წარმატებით ოპერირებს. ჯგუფს ინვესტიციები ჩადებული აქვს უძრავი ქონების დეველოპმენტში, ენერგოსექტორში, აგროსფეროში, ავტოინდუსტრიაში, საერთაშორისო ვაჭრობაში და სპორტშიც კი.
ეს ექვსივე სექტორი DMG Group-ის საინვესტიციო მენეჯმენტის ქვეშ ერთ ეკოსისტემაშია გაერთიანებული. არც ერთი მიმართულება არ მუშაობს განცალკევებულად, თითოეული მთლიან სისტემას კვებავს და აძლიერებს.
DMG-ის საინვესტიციო პროექტები: ენერგოსექტორი, აგროსექტორი, დეველოპმენტი, თრეიდინგი და მეტი
კომპანიის პორტფოლიოში ნათლად ჩანს, რომ DMG-ის საინვესტიციო პროექტები სტრატეგიულადაა დაბალანსებული. სექტორების ნაწილს საქართველოში სტაბილური განვითარება და მომგებიანი ისტორია ახასიათებს (დეველოპმენტი, საერთაშორისო თრეიდინგი). ნაწილი, პირიქით, მეტ რისკს მოითხოვს - მაგრამ პოტენციური მოგებაც მეტია (აგროსექტორის ინოვაცია, სპორტი). დაბალანსებული პორტფოლიო კი, თავის მხრივ, ფინანსების ოპტიმალურად მართვის საშუალებას იძლევა და რისკებს ამცირებს.
საქართველოში DMG-იმ პირველი ინვესტიცია საქართველოში Rustavoil-ში ჩადო. დღეს რუსთავში მოქმედი ქარხანა ბიტუმის ხუთ სახეობას აწარმოებს და საქართველოს ბაზრის 50%-ზე მეტს იკავებს, როცა ადრე ბიტუმი სრულად იმპორტირებული პროდუქტი იყო. პარალელურად, შვილობილი ორგანიზაცია DMG International DMCC ენერგორესურსების საერთაშორისო თრეიდინგზე ორიენტირდება. კომპანია ქვანახშირის, ნავთობის კოქსის, ბიტუმისა და დიზელის მიმართულებით აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ორმოცზე მეტ პარტნიორს ემსახურება.
ორგანიზაცია ფლობს მოცვის მეურნეობებს გურიასა და სამეგრელოში და ნუშის ბაღებს ბოლნისში აშენებს. პარტნიორ SanLucar Group თან ერთად კომპანია ევროპისა და სპარსეთის ყურის საცალო ქსელებზე გადის. ჯგუფის საქმიანობა აგროსექტორში ასევე ვრცელდება აგროქონსალთინგზე, მაღალტექნოლოგიურ სასათბურე სისტემებზე, ცივი ჯაჭვის ინფრასტრუქტურასა და კვლევით საქმიანობაზე.
2025 წელს გაიზარდა საერთაშორისო პარტნიორების სია. DMG ჩინური პრემიუმ ელექტრომანქანების ბრენდის Li Auto-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. პარალელურად კი დააფუძნა ბრენდი Moveo, რომელიც საქართველოს მასშტაბით ელექტრომობილების სწრაფი დამუხტვის ქსელის განვითარებას ისახავს მიზნათ.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილი პორტფოლიოში უძრავ ქონებას უჭირავს. DMG თითქმის სრულად აკონტროლებს საკუთარი პროექტების ლოგისტიკას. შვილობილი კომპანია Stonebridge ახორციელებს სამშენებლო მასალების იმპორტს თურქეთისა და ჩინეთის ბაზრებიდან და ფლობს საკუთარ სასაწყობე ბაზას. ეს კრიტიკულად ამცირებს იმ პროექტების გარე მომწოდებლებზე დამოკიდებულებას, რომელსაც საინვესტიციო ფონდი Immobiliare-ს ბრენდის ქვეშ ქმნის.
როგორ აისახება ფულის დაბანდება საინვესტიციო ფონდში ურბანულ განვითარებაზე?
ამ კითხვაზე ერთიანი პასუხი არ არსებობს. შედეგი სრულად დამოკიდებულია კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობაზე.
DMG Group-ის ურბანული პროექტები არა უბრალოდ საინვესტიციო ქონება, არამედ სოციალური პროექტებიცაა. მაგალითისთვის, კოსტავას 49 ნომერში მდებარე ისტორიული შენობის ბაზაზე კომპანია პრემიუმ კლასის საცხოვრებელს აშენებს. გუნდის თქმით, მიზანი თავიდანვე ისტორიული სახის შენარჩუნება იყო. ამისთვის ითანამშრომლეს ესპანელ არქიტექტორ რიკარდო ბოფილთან და სრულად შეინარჩუნეს ისტორიული ფასადი.
დამფუძნებლის, კახი ჟორდანიას თქმით, კომპანია იგივე მიდგომის გამოყენებას აპირებს ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიის მასშტაბური რეგენერაციის პროექტზე მუშაობისას.
ინოვაციური კონცეფცია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. მაგრამ მიზანია დეველოპერებმა თითოეული ახალი შენობა არსებულ გარემოს ორგანულად შეუხამონ. მიდგომა პირდაპირ აჩვენებს, როგორ შეუძლია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის საინვესტიციო ფონდს ფინანსური რესურსები ქალაქის ურბანული ქსოვილის სასიკეთოდ მიმართოს.
DMG Group-ის დისციპლინირებული მიდგომა და ვერტიკალური მოდელი
ორგანიზაციის ზრდაში ძირეულ როლს თამაშობს მკაცრად დისციპლინირებული კაპიტალის მართვა. მდგრადი სარგებელი ყოველთვის მოკლევადიან მოგებაზე მაღლა დგას. გრძელვადიანი ხედვა ორგანიზაციის მიდგომის უმთავრეს პრინციპად რჩება.
მსგავსი სტრუქტურის შენარჩუნება დიდ ძალისხმევას და ბაზრის სიღრმისეულ ცოდნას ითხოვს. წარმატებული გრძელვადიანი ინვესტირება საინვესტიციო ფონდში კაპიტალის რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით გაშლას გულისხმობს. მხოლოდ ამგვარადაა შესაძლებელი რისკების სწორად დააბალანსება და სტაბილური ფინანსურ პორტფელის შექმნა. ზუსტად ამ პრინციპით ოპერირებს DMG Group. კომპანია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ სექტორებს ერთ სტრუქტურაში აერთიანებს და აშენებს მძლავრ ეკოსისტემას, სადაც ყველა მიმართულება ერთმანეთის გაძლიერებისთვის მუშაობს.